სისხლის დონაციის მსოფლიო დღე

საქართველოს პარლამენტში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის პროცესი მიმდინარეობს. უანგარო დონაციის დღის აღნიშვნა პარლამენტში ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ დღეს პარლამენტის წევრები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. დონაციის აქცია პარლამენტში საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკმა ჩაატარა.