სირიის კონფლიქტი - მოლაპარაკებები ჟენევაში

ჟენევაში სირიის კონფლიქტზე სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი მიმდინარეობს. ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას დიალოგში სირიის სამთავრობო დელეგაცია. სირიის ოპოზიცია ასადის მოკავშირე რუსეთს მოუწოდებს, აიძულოს პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიმდინარე პროცესებს ჩამოშორდეს და ქვეყანაში საფუძვლიან ცვლილებებს ხელი არ შეუშალოს.

სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მრავალჯერ ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ იმედი დღეს პირველად გაჩნდა.