სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს

სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მორიგი ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად, სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2018 წლის იანვარში, ოპოზიციონერი ძალების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ გუტაში, ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდოდ კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებენ.