სირიაში, აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სირიაში, აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც ამერიკა ქურთებს იარაღით ამარაგებდა.

დაბომბვის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თურქულ პროვინცია კილისს, სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს. ოთხი რაკეტა პროვინციის ორ კვარტალში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.