სირაძეს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

საქმე მიმდინარე წლის 4 ივლისს ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს ეხება. ჯგუფური ძალადობის საქმეზე ოთარ სირაძესთან ერთად ბრალი მის ძმასაც წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით აღნიშნულმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანებები.