სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი, ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს. ფარული ხმის მიცემის შედეგად, გამოიკვეთა სამი კანდიდატი – მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. საბოლოოდ პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, მღვდელმთავრებმა უნდა აირჩიონ.