სინოდის წევრების შეკრება ილია მეორის აღსაყდრების 47 წლისთავზე

საქართველოს საპატრიარქომ ფეისბუქგვერდზე 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სინოდის წევრები ილია მეორესთან აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბნენ.

„ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით“, – ამის შესახებ ვიდეოში ილია მეორე აღნიშნავს. „ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა“, – აღნიშნა ილია მეორემ.