სინოდის სხდომა საპატრიარქოში

ამ წუთებში პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის წევრი სასულიერო პირები საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იქნება პროცესუალური სხდომა და არა კანდიდატების გამორჩევა. მისივე თქმით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე