სინოდის სხდომა

სინოდის ხმაურიანი სხდომა, სკანდალური განცხადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი პეტრე ცაავას მღვდელთმთავრობიდან გადაყენება და შუამდგომლობა მამა გიორგი მამალაძის გასათავისუფლებლად. რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მაღალი იერარქიის სასულიერო პირები განმარტებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და სინოდის მხრიდან ერთხმად მიღებულია. სინოდის წევრებმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე პეტრე ცაავა უხამსად მოიქცა და მისი ხელით გაყვანაც კი გახდა საჭირო.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.