სინოდის სხდომა
სინოდის სხდომამდე ორი დღე რჩება – 28 აპრილს წმინდა სინოდი პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევს, რომლებიც მოგვიანებით გაფართოებულ საეკლესიო კრებას წარედგინებიან. კენჭისყრა ფარული იქნება. ხმის ფარულობის დაცვით მოხდება პატრიარქის არჩევაც. გადაწყვეტილება მღვდელმთავრებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ.
რაც შეეხება კრიტერიუმებს – ჯერ კიდევ უცნობია, შეიცვლება თუ არა სასულიერო განათლების შესახებ არსებული კრიტერიუმი და მიეცემა თუ არა საშუალება 70-დან 71 წლამდე მყოფ მღვდელმთავარს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული საკითხები სასულიერო პირებმა შესაძლოა 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილონ. მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის ასარჩევად დრო 17 მაისამდე აქვს.