სინოდის გადაწყვეტილება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სინოდის სხდომა.

ხისტი პოზიციებით გამორჩეული და სკანდალური განცხადებებით ცნობილი ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან გადაყენებულია, დღეიდან მას ღვთიმსახურებაც ეკრძალება. წმინდა სინოდის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას პეტრე ცაავას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. საკუთარი პროტესტი მას არც საჯაროდ დაუმალავს. გადაყენებულმა მღვდელთმთავარმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა. ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა საზოგადოებას თავი ილია მეორის საწინააღმდეგო არაერთი გამოსვლით დაამახსოვრა.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, სწორედ ამ განცხადებების გამო სხდომაზე პეტრე ცაავას სინანულისკენ მოუწოდებდნენ, რაზეც უარი მიიღეს. მღვდელთმთავრები ჰყვებიან, რომ ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილი მმართველი სინოდის წინაშე უხამსი სიტყვებით და შანტაჟის ენით საუბრობდა.

სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს.