სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება

წმინდა სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება. როდის გაიმართება სინოდის მომდევნო სხდომა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დაზუსტდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. დაკომპლექტდა ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები, ასევე განისაზღვრა საარჩევნო წესები. გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე განიხილავენ კანდიდატთა სიას და შეარჩევენ სამ საბოლოო კანდიდატს, რომლებიც გაფართოებულ კრებას წარედგინება. საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ გაფართოებულ კრებაზე, სამების საკათედრო ტაძარში აირჩევენ. მღვდელმთავრების განცხადებით, კრებას 2000-მდე პირი დაესწრება.