სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება
წმინდა სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება. როდის გაიმართება წმინდა სინოდის მომდევნო სხდომა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა – სინოდის ექვსსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, ეს თარიღი კვლავ დაუზუსტებელი დარჩა, თუმცა, გაირკვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. დაკომპლექტდა ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები, ასევე განისაზღვრა საარჩევნო წესები. გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე განიხილავენ კანდიდატთა სიას და შეარჩევენ სამ საბოლოო კანდიდატს, რომლებიც გაფართოებულ კრებას წარედგინება. საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ გაფართოებულ კრებაზე, სამების საკათედრო ტაძარში აირჩევენ. მღვდელმთავრების განცხადებით, კრებას 2 000-მდე პირი დაესწრება. მანამდე კი მეუფეები ილია მეორის ღვაწლს კიდევ ერთხელ იხსენებენ.
მეუფე სპირიდონი – სინოდში ერთობაა, არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა.