სიმპოზიუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

12:25, 06.11.2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს მასპინძლობს. ღონისძიების პროგრამა ცხრა თემატურ სესიას მოიცავს. ქართველი და უცხოელი მკვლევრები უნივერსიტეტის პირველ და მეორე სასწავლო კორპუსებში მოხსენებებს წარადგენენ. სესიები იმართება როგორც ადგილზე, ისე ონლაინ. სიმპოზიუმი ხვალაც გაგრძელდება.

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით იმართება.

მსგავსი