„სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერა

ქართულ სცენაზე ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა პირველად იქნება წარმოდგენილი.

იტალიელი რეჟისორი ანტონიო გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნილ „სიმონ ბოკანეგრას“ თბილისის ოპერის თეატრში დგამს. საპრემიერო სპექტაკლში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლები მონაწილეობენ.