#სიმღერითიარე პირველი გადაცემა
- „თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან“ – დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და კახა გრიგალაშვილი
- „ეს იყო სიზმარი“ – დათუნა სირბილაძე, სანდრო კობახიძე, აჩიკო ბერიძე
- „თბილისო, შენზე ფიქრი“ – აჩიკო ნიჟარაძე და „ქართული ხმები“
- „მუხამბაზი“ – „ქართული ხმები“
- „მეფის ქალი“ – დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და კახა გრიგალაშვილი
- „ძველი ჰანგი“ – ანსამბლი „ალილო“
- „ალუბლის ხეო“ – დათუნა სირბილაძე, დათო ნოზაძე, ნიკა კირვალიძე, გიორგი ლომთათიძე
- „ბოქლომი“ – ქეთი გაბისიანი და „ქართული ხმები“, სიმღერის პრემიერა
გასართობ-შემეცნებითი მუსიკალური შოუ ეთერშია ყოველ შაბათს 12.30 საათზე.
შოუს მიზანია ქართული ქალაქური მუსიკის პოპულარიზაცია, უცნობი ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც გამოირჩევიან სხარტი იუმორით, მუსიკალური ნიჭით და გამორჩეული მუსიკალური ტრადიციებით.
გადაცემაში გაცოცხლდება არქივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდიდან. გაეცნობით სიმღერების ისტორიებსა და კინომუსიკას, რომელმაც წლებთან ერთად პოპულარულ სცენაზე გადაინაცვლა, მოეწყობა ახალი სიმღერების და ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიების პრემიერები, შეხვდებით ცნობილ კომპოზიტორებს, შემსრულებლებს, ტექსტების ავტორებს, ახალბედა მომღერლებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უცნობ ამპლუაში.
გადაცემის წამყვანები არიან მომღერლები – დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და კახა გრიგალაშვილი.