დღეიდან, „მოამბის“ დასრულებისთანავე, ყოველ შაბათს, 12:30-ზე, პირველ არხზე ახალი გადაცემა დაიწყება. „სიმღერით იარე“ ეს არის პროექტი, რომლის წამყვანები ცნობილი მომღერლები – აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და კახა გრიგალაშვილი იქნებიან. საათ-ნახევრის განმავლობაში ისინი ისაუბრებენ ქალაქურ სიმღერაზე, ეყოლებათ საინტერესო სტუმრები და შედგება სიმღერების პრემიერები. ასევე ნახავთ საინტერესო რეპორტაჟებს სხვადასხვა ქალაქის კოლორიტ ადამიანებზე და მოისმენთ მელოდიებს ცნობილი კინოფილმებიდან. ასე, რომ დღეიდან, ყველას ვისაც ქართული სიმღერა უყვარს, ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება.
სიმღერით იარე