„სიმღერით გაცოცხლებული ისტორია“
„სიმღერით გაცოცხლებული ისტორია“ – ამ სახელწოდებით ფოლკლორის ცენტრში მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურ და საგანმანათლებლო ფორმატს აერთიანებდა. პროექტის ფარგლებში, ანსამბლმა წარადგინა ის მუსიკალური ნიმუშები, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს ასახავს. კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.