სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილე
სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო თარიღი გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა. სეზონის დახურვაზე მაყურებლის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორის, კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით წარდგა. კონცერტში ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მუსიკოსებმაც.