არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე 15 წლის ქართველი მუსიკოსი მორიგი კონცერტისთვის ემზადება.
ხვალ პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგენიძე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვა. შესრულდება მოცარტის მეცხრე საფორტეპიანო კონცერტი. დირიჟორ არიელ ცუკერმანთან ერთად დღეს პირველი რეპეტიცია გაიმართა.
სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში წარმოსადგენი პროგრამა ორ ნაწილს მოიცავს.