სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის ცენტრში
თბილისის სიმფონიური ორკესტრი და მოწვეული პიანისტი – ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საკონცერტო სამზადისია. ხვალ მსმენელი მრავალფეროვან რეპერტუარს მოისმენს – შესრულდება რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები და შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი.
აჟღერდება სტრავინსკის და რაველის ნაწარმოებებიც. პიანისტი მამიკონ ნახაპეტოვი შოპენის პირველ საფორტეპიანო კონცერტს პირველად შეასრულებს.