სიმფონიური მუსიკის კონცერტი
დედაქალაქი სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ მუსიკოსებს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. „შემოდგომის თბილისი“ გრძელდება. ფესტივალი წელს სიმფონიური ორკესტრის და მსოფლიო დონეზე აღიარებული მუსიკოსების მონაწილეობით რამდენიმე კონცერტს მოიცავს. ერთ-ერთი კონცერტის სამზადისს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დაესწრო.
მუსიკალური საღამო ხვალ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში გაიმართება. 34 წლიანი უწყვეტი ტრადიცია გრძელდება – ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კიდევ ექვსი კონცერტია დაგეგმილი.