სიმფონიური მუსიკის კონცერტი

21:55, 05.12.2025

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის საღამოს უმასპინძლებს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი სცენაზე სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად წარდგება. შესრულდება ბრამსის და დვორჟაკის ნაწარმოებები. აჟღერდება კომპოზიციები, რომლებიც არც თუ ისე ხშირად სრულდება. მუსიკოსებმა და ვოკალისტებმა ერთობლივი რეპეტიციები უკვე გაიარეს. ხვალ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში განსაკუთრებული საღამო ანონსდება.

მსგავსი