ბეთფოვენის მეხუთე სიმფონია ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე კიდევ ერთხელ აჟღერდა.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენას გერმანელი დირიჟორი და ცნობილი ქართველი პიანისტი დაიკავებენ. ლუციუს ჰემერი საქართველოში პირველად იმყოფება. სიმფონიური მუსიკის კონცერტზე სხვა ნაწარმოებებიც შესრულდება. მათ შორის ბრამსის და მოცარტის კომპოზიციები.
მუსიკალური საღამოს ფესტივალი შემოდგომის თბილისის ფარგლებში იმართება. 26 ოქტომბრამდე კიდევ არაერთი კონცერტია დაგეგმილი.