სილიკონის ველის ისტორია და ინოვაციების ახალი სისტემა
1950-იან წლებში ამერიკაში საფუძველი ჩაეყარა ინოვაციების ახალ სისტემას, რომელმაც პირველი გამოვლინება ე.წ. სილიკონის ველზე ჰპოვა. ინოვაციების ახალ სისტემაში, მაღალი ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იქმნება არა დიდი კომპანიების მიერ, შიდა კვლევისა და განვითარების დეპარტამენტებში, არამედ დამოუკიდებლად მდგომ სტარტაპებში, რომლებსაც შემდგომ დიდი კორპორაციები ყიდულობენ. ინოვაციების ახალი სისტემა ნელ-ნელა განვითარებად ქვეყნებშიც მკვიდრდება, სადაც სტარტაპებს სახელმწიფო ბიუჯეტით აფინანსებენ.