ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მსოფლიო სიკეთის დღე“ აღინიშნა. მერიის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს უმასპინძლეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ხანდაზმულებმა ახალგაზრდებისთვის სიკეთის შესახებ ჩანაწერები გააკეთეს და „სიკეთის ხეზე“ ჩამოკიდეს. მათ სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.