სიღნაღს სახანძრო სამაშველო სამსახურის ახალი შენობა ექნება

მომავალი წლის სექტემბრიდან სიღნაღს სახანძრო სამაშველო სამსახურის ახალი შენობა უნდა ჰქონდეს. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ახალი შენობა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება.

გეგმის მიხედვით მშენებლობა თითქმის ერთი მილიონი ლარი დაჯდება.