„სიღნაღობა – 2026“

18:25, 31.10.2026

„სიღნაღობა – 2026“ კახეთში. ფესტივალის სტუმრებს ადგილობრივი ღვინისა და პროდუქციის დათვალიერება-დეგუსტაციასთან ერთად, ქართული ტრადიციული კერძების მომზადების პროცესში ჩართვის შესაძლებლობაც აქვთ. პარალელურად იმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი, თემატური გამოფენა, სპორტული და საბავშვო აქტივობები. პროგრამა ღვინის ფორუმსა და საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას მოიცავს, საღამო კი გალა კონცერტით დასრულდება.

მსგავსი