ბოლო ხუთ წელიწადში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, მხოლოდ 2025 წელს კი უკიდურეს გაჭირვებას თავი 90 ათასმა ადამიანმა დააღწია – ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
რას უკავშირდება დადებითი ტენდენცია – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, პრემიერი მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას კი უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ისევ რჩება ოჯახები, რომელთა წევრებს სტაბილური შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სპეციალისტები მთავრობას სწორედ ამ მოქალაქეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. უკვე დაწყებულია სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმება. მონიტორინგის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი რესურსი, სწორედ ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფებისკენ უნდა მიიმართოს.
რა რეკომენდაციებით მიმართავენ ექსპერტები მთავრობას და რატომ არ არის დამაჯერებელი ახალი მონაცემები ოპოზიციისთვის – გვანცა ცისკაძე გიამბობთ.