სიგარეტი გაძვირდა

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

უფილტრო და ფილტრიან თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატებამ სიგარეტის გაძვირება გამოიწვია. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები არალეგალური ვაჭრობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მათი პროტესტი უსაფუძვლოა მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის, რომლებიც ამ გზით სიგარეტის მოხმარების შემცირებას პროგნოზირებენ. ამ მიზნით ჯანდაცვის კომიტეტში აქციზის გადასახადის კიდევ უფრო მატებასაც არ გამორიცხავენ.