„სიენენი“ - „პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში“

„პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას „სიენენიაქვეყნებს. საავტორო სვეტში უილ კეთკარტი მოუწოდებს მოგზაურებს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს. მისი თქმით, საქართველოში უკვე ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტს მოჰყვა. საპასუხოდ პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. კეთკარტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამას იმის გამო აკეთებს, რომ არ სურს ანალოგიური პროტესტი რუსეთშიც დაიწყოს. „საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და ზოგჯერ მწარეა, თუმცა ქართველი ხალხი ამაზე დღეს ღიად საუბრობს და განიხილავს, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ. სწორედ ეს თავისუფლება აშინებს პუტინს, იმაზე მეტად ვიდრე რომელიმე არმია“, – ნათქვამიასიენენის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ასევე  აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩომ, მათ შორის აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ, რომელიც სოციალური მედიით მოუწოდებს ყველას, პუტინის აკრძალვის მიუხედავად საქართველოს ესტუმრონ. „არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, მოსკოვიდან, მილუაკიდან თუ მოგადიშუდან, ახლა საქართველოს თქვენ სჭირდებით. მოდით, ვუპასუხოთ პუტინს და მისი ბოროტ აკრძალვას. ამით თქვენ პატარა ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ,“ – წერს სტატიის ავტორი.