სიძულვილის ენის გამოყენება - სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე, ივანე კოდელაშვილი 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა. როგორც ცნობილია, მოქალაქე ივანე კოდელაშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიის პოსტზე, მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მის წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა. პროცესს ივანე კოდელაშვილი არ დასწრებია.