სიძულვილის ენის გამოყენება – სასამართლო პროცესები

18:04, 09.07.2026

სიძულვილის ენის გამოყენების და შეურაცხმყოფელი განცხადებების საქმეებზე განხილვა გრძელდება ჩვენს საქართველოშიც.

გოგა ხაინდრავას შეურაცხყოფისთვის ქუთაისის სასამართლომ მოქალაქე როინ გელაშვილი დააჯარიმა 1000 ლარით. სხდომას გელაშვილი არ დასწრებია, ის საზღვარგარეთ იმყოფება. განიხილეს ასევე ნიკოლოზ ნარსიას საქმეც, მან შეურაცხყოფა მიაყენა მამუკა მდინარაძეს. შსს წარმომადგენელმა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა მოითხოვა და უფლება დამრღვევი 4000 ლარით დაჯარიმდა. არც ნარსია ესწრებოდა პროცესს. ქუთაისში დღესვე მედიკო სახელაშვილის მიერ ადვოკატ ირინე ფერაძის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც იმსჯელეს. მისი თქმით, არ ახსოვდა კომენტარის დაწერის შესახებ, თუმცა აღიარებს და ინანიებს. მოსამართლემ მას გაფრთხილება მისცა.

მსგავსი