სიძულვილის ენა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით შექმნილი ახალი ორგანოს გარშემო დისკუსია გაააქტიურა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სლოვენიის მოქალაქის სარჩელზე მიღებული დასკვნა ,,ქართული ოცნებისთვის” ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ ერთი არგუმენტია. სასამართლომ დაადგინა, რომ ონლაინ-სივრცეში ორი ჟურნალისტის შეურცხყოფის გამო სლოვენიის ჟურნალისტის მიმართ გამოტანილი წელიწადნახევრიანი პატიმრობის მისჯით გამოხატვის თავისუფლების უფლება არ დარღვეულა და ეროვნული სასამართლოს განაჩენი პროპორციულად მიიჩნიეს. მიტია კუნსტელი სარჩელში ამბობდა, რომ საკუთარ ბლოგზე გაკეთებული განცხადებების გამო მისჯილმა პატიმრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლება დაარღვია, თუმცა ამ მუხლის დარღვევა არ დაადასტურა სტრასბურგმა. საქმე ეხება ორი ჟურნალისტის შეურაცხყოფას, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ უკიდურესად შეურაცხმყოფელად, ტანჯვის გამომწვევად და მუდმივ შევიწროებად შეაფასა. „ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებში სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება თავისთავად არ არის არაპროპორციული”,-ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გადაწყვეტილებას ,,ქართული ოცნების” ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტრში შექმნილი იმ ორგანოს კონტექსტში განიხილავენ, რომელიც საჯარო და სოციალურ ქსელებში სუძულვილის ენის შემცველი აგრესიული განცხადებების და კომენტარების მონიტორინგს აწარმოებს და თავდასხმის ობიექტის ჩივილის გარეშეც საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმართავს.