სიძულვილის ენა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
რამდენად ჯდება სიძულვილის ენა და კონკრეტული პიროვნების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში – დისკუსია კიდევ ერთხელ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაააქტიურა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ონლაინ სივრცეში ორი ჟურნალისტის უკიდურესი შეურაცხყოფისთვის, სლოვენიელი ბლოგერისთვის მისჯილი პატიმრობა პროპორციული იყო და გადაწყვეტილებით არც გამოხატვის თავისუფლების პრინციპები დარღვეულა. სტრასბურგის დასკვნის მიუხედავად, ოპოზიცია სლოვენიელი ბლოგერის საქმის ქართულ რეალობასთან შედარებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ისევ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურის მცდელობად ფასდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობაც, თუმცა კრიტიკას არ იღებს მმართველი გუნდი. ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაში სხვა ფაქტორებთან ერთად, ახლა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც არწმუნებს. ახლად შექმნილი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ უკვე ათეულობით საქმე განიხილა და შეურაცხმყოფელი სტატუსების ავტორებს ფულადი ჯარიმებიც დააკისრა.