სიძულვილის ენა – სასამართლო პროცესები

15:04, 17.07.2026

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარების საქმეებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესების განხილვა გრძელდება. დღეს თამაზ კვანტიძის საქმე განიხილეს, რომელსაც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისა და მისი მრევლის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, კვანტიძემ აღიარა და მოინანია ქმედება, რის შემდეგაც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის 1500 ლარით დაჯარიმდა. დღეს, ასევე, სასამართლოს უნდა განეხილა სოფიო ჭილაშვილის საქმეც, რომელსაც ცოტნე ივანიშვილის შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა პროცესი გადაიდო.

მსგავსი