სიძულვილის ენა პოლიტიკოსების ლექსიკაში

„მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა“  – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თეა წულუკიანთან დაკავშირებულ გამოთქმას შეეხებოდა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სიძულვილის ენა არ უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიის ნაწილი.