„სიძულვილის ენა - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“

„შერატონ მეტეხი პალასში“  კონფერენცია სახელწოდებით – „სიძულვილის ენა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ მიმდინარეობს.

არასამთავრებოები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. მონაწილეები ცალსახად აღნიშნავენ, რომ სიძულვილი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ღონისძიებას ესწრებიან საერთაშორისო ექსპერტებიც, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დისკუსიის მონაწილეებს.