სიდნეიში დაღუპულ ქართველს სამშობლოში ჩამოასვენებენ

15:21, 28.04.2024

სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მხატვარს, ფიქრია დარჩიას 2 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ფიქრია დარჩია დაიბადა თბილისში, მხატვრების ოჯახში. ის გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თემურ ცხოვრებაშვილის შვილია. თავადაც მხატვარი და ხელოვანი ბოლო წლებში ავსტრალიაში ცხოვრობდა. სიდნეიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი