„სიცხის გუმბათი“ და მასშტაბური ხანძრები
ხანგრძლივი გვალვისა და ძლიერი ქარის გამო უკვე თვეზე მეტია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
ე. წ. სიცხის გუმბათი, კონტინენტისთვის რთული გამოწვევა აღმოჩნდა, რომელთან გამკლავებასაც მეხანძრე-მაშველები ავიაციის დახმარებით ყოველდღიურად ცდილობენ. ზაფხულის განმავლობაში წყლის დონე შემცირდა დიდ მდინარეებში, რამაც ზოგიერთ ქვეყანას ელექტროენერგიის წარმოებაში პრობლემები შეუქმნა. ვითარება გართულდა ალბანეთსა და სერბეთში, სადაც ცეცხლის აქტიური კერა დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
ავტორი: ნიკა ადეიშვილი