სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების ნაწილი მცირდება

21:41, 23.06.2026

ცოტა ხნის წინ გაზრდილი ჯარიმების ნაწილი მცირდება.

მთავრობის გადაწყვეტილებამ და პარლამენტში წარდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კითხვები გააჩინა. ოპოზიციას საკანონმდებლო პროექტი მოსწონს, თუმცა მმართველ გუნდთან კითხვები აქვს. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული ფინანსური სანქციების შემცირებაზე. გაჩნდა კითხვა, რატომ გადაწყდა პირველი მაისიდან გაზრდილი ჯარიმების ასეთ მოკლე დროში გადახედვა და მათი შემცირება. ოპონენტებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს ასევე აინტერესებთ, რა სტატისტიკას დაეყრდნენ პროექტის ავტორები თვენახევრიან ვადაში. გადაწყვეტილების განმარტების დროს სწორედ სტატისტიკას იშველიებს მთავრობა და არგუმენტად იმ ფაქტორს ასახელებს, რომ სიჩქარეზე ჯარიმების გამკაცრებამ ავარიების სტატისტიკა ვერ შეამცირა.

მსგავსი