პირველად რუსთავში რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე მუნიციპალური ავტობუსები ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან იმოძრავებენ. N24 ახალი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობას რჩეულიშვილის N10-დან დაიწყებს. კიდევ ერთი ახალი მიმართულებით ავტობუსი რჩეულიშვილის, მშვიდობის, დავით გარეჯის, აღმაშენებლის ქუჩებს, მე-12 მიკრორაიონს, გიორგი ლეონიძის, ტაშკენტის ქუჩებსა და ჟიული შარტავას გამზირს გაივლის. დედაქალაქში რუსთავის სიმბოლოებით ბრენდირებული ახალი ავტობუსები ვახტანგ გორგასლის ქუჩას, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, ბარათაშვილის, პუშკინის სახელობის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩასა და თამარ მეფის გამზირს გაივლიან. რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მიმართულების ბოლო გაჩერება სადგურის მოედანი იქნება. რუსთავიდან სადგურის მოედნამდე მოძრავი ავტობუსები დედაქალაქის გზის 60 პროცენტს ბას ლაინის ხაზზე გაივლიან.