მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულდება – 2026 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების სურვილი ექნება, უფასო პროცედურებით ვეღარ ისარგებლებს და კონკრეტული მომსახურებისთვის თანხის გადახდა მოუწევს. თითქმის მილიონ 500 ათასამდე ადამიანი – ასეთია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2022 წლიდან ამ დრომდე მიწის მესაკუთრე გახდა და მასშტაბური რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მხარდაჭერით ნაკვეთები სრულიად უსასყიდლოდ დაირეგისტრირა.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ მოქალაქეებს მომავალი წლიდან მიწის რეგისტრაციისთვის, სად გამოვლინდა ხარვეზები და რა შეცვალა რეფორმამ, რომელიც სამი წელია მიმდინარეობს.