სიახლეები მერიის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“
გადამზადების და დასაქმების შესაძლებლობა.
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. პროგრამაში სიახლეებია – ჩამონათვალს ახალი პროფესიული კურსები და ანაზღაურებადი პრაქტიკაც დაემატა. წელს პირველად, წარჩინებულ კურსდამთავრებულები პრაქტიკულ გადამზადებაში ანაზღაურებას მიიღებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კურსდამთავრებულების 70 %-ზე მეტი უკვე დასაქმებულია.
მოთხოვნადი პროფესიები და პროგრამით სარგებლობის კრიტერიუმები – ნახეთ მაკა არჩევნიშვილის სიუჟეტში.