სიახლე სტუდენტებისათვის
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე – ID ბარათზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის აქტიური სტატუსი დაადასტურონ. მომსახურების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. სერვისით სარგებლობისთვის განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტუდენტის სტატუსი მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.