სიახლე პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში

21:54, 07.03.2025

პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი იწყება.

მშობლები შვილების სასურველ სკოლებში დარეგისტრირებას ორშაბათიდან შეძლებენ. პროცედურა ამჯერადაც შესაბამისი კრიტერიუმებისთვის სამ ეტაპად ჩატარდება. მთავარი სიახლეა ის, რომ სექტემბერში სკოლებში იმ ბავშვებსაც მიიღებენ, რომლებსაც სასკოლო ასაკი, ანუ 6 წელი 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. თავის დროზე საკმაოდ დიდი პროტესტი მოჰყვა 2016 წელს მიღებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით პირველ კლასში მხოლოდ ის მოსწავლეები დაიშვებოდნენ, რომლებსაც ექვსი წელი სწავლის დაწყებამდე შეუსრულდებოდათ. შეიცავს თუ არა სადავო საკანონმდებლო ცვლილების გაუქმება და ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა გარკვეულ რისკებს და საფრთხეებს – „მოამბე“ განათლების ექსპერტების და ფსიქოლოგების მოსაზრებებით დაინტერესდა.

მსგავსი