დიალიზის პროგრამაში სიახლეა.
სახელმწიფო დაფინანსება გაეზარდათ იმ კლინიკებს, სადაც შესაბამისი პროცედურები ტარდება. მიზანი სერვისის ხარისხის ზრდაა. საჭიროების შემთხვევაში აპარატურის ახლით ჩანაცვლება მოხდება. დაგეგმილია თანამედროვე სამკურნალო მეთოდების და პრეპარატების გამოყენებაც. ქვეყნის მასშტაბით, დიალიზზე მყოფი პაციენტების რაოდენობა 3 000-ს აღწევს. შესაბამისი სერვისით სარგებლობას მათ სახელმწიფო სრულად უფინანსებს. წლების განმავლობაში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ზოგიერთ რეგიონში შესაბამისი ცენტრების გახსნამ პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.