სიახლე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა პროგრამა ფართოვდება. მოიმატა დაფინანსებამ.

ბენეფიციართა ლიმიტი 850-დან 1000 ბავშვამდე იზრდება. პროგრამაში ჩართვას ამ დროისთვის აუტისტური სპექტრის მქონე 130-ზე მეტი ბავშვი ელოდა, რომლებიც დღის ცენტრების მომსახურების უფასოდ მიღებას შეძლებენ.

პროგრამისთვის 3 700 000 ლარი იყო გამოყოფილი, რასაც დამატებით 445 000 დაემატება.

გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გაახმაურა, თუმცა ინიციატივის ამოქმედებას საკრებულოს მხარდაჭერა სჭირდება.