შვიდი წლის ვუნდერკინდი რუსთავიდან

21:55, 08.11.2026

შვიდი წლის ვუნდერკინდი რუსთავიდან, რომელიც საოცარი ნიჭითა და ფენომენალური უნარებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეული ასაკიდან მოექცა.

დავით ჩარკვიანმა განსაკუთრებული მათემატიკური შესაძლებლობები ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში გამოავლინა: ის ზეპირად, წამებში ასრულებდა რთულ არითმეტიკულ მოქმედებებს, ამრავლებდა და ყოფდა დიდ ციფრებს, ითვლიდა კვადრატულ ფესვებს. მეორე კლასის მოსწავლემ უკვე უმაღლესი მათემატიკა იცის და არაერთი პროექტის გამარჯვებულია. მისი ოცნებაა, სამყაროს ახალი, აქამდე არარსებული ციფრები აჩუქოს.

გაიცანით ბიჭი, რომელიც აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების, ჰარმონიისა და რიცხვების, სხვადასხვა განზომილებისა და შინაარსის სამყაროში მოგზაურობს.

მსგავსი