შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღებული ანგარიშები – შეფასებები
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება, კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვას და მესამე სექტორის დევნას ნიშნავს ოპოზიციისთვის. საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რომელთა შორისაა საბოტაჟი, ხელისუფლების ოპონენტები აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ძალადობა „ქართული ოცნების“ ხელწერაა. მმართველი პარტია კი მათ საპასუხოდ აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფინანსებდნენ ძალადობას და აკეთებდნენ დაუმორჩილებლობის მოწოდებებს. მათი თქმით, მათ საბოლოო მიზანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა და ე.წ. მარიონეტი მთავრობას მოყვანა წარმოადგენდა.